Fresh From Georgia არის კონცეპტუალური ინტერნეტ-პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ქართველი მწარმოებლები შეძლებენ იპოვონ თავიანთი პროდუქციის საბითუმო მყიდველები, რომლებიც უშუალოდ ამ პლატფორმაზე განათავსებენ საექსპორტო ტვირთების მოთხოვნას, რომელზედაც მწარმოებლებს შეუძლიათ გააკეთონ მყისიერი რეაგირება. პლატფორმა წყვეტსპროდუქციის გაყიდვის პრობლემებს მცირე მწარმოებლებისთვის, რომლებიც ვერ შეძლებენ შეავსონ მოთხოვნილი ტვირთი დამოუკიდებლად სხვა პლანტაციებისგან პროდუქციის შევსების გარეშე, როცა პირველ დღეებში ნაკრეფი მოსავალი ელოდება დანარჩენს სრული ტვირთის შესავსებად, ამით იკარგება პროდუქციის ხარისხი და მისი შენახვის ვადა. პლატფორმის პრინციპი ითვალისწინებს იმას, რომ ერთი რეისზე რამდენიმე მწარმოებელს შეუძლია ერთობლივად გაგზავნოს შეთავაზებები. სწრაფი შეგროვების შესაძლებლობა ფერმერებს საშუალებას აძლევს სრულად დატვირთონ მანქანა საწყობებში მოსავლის გრძელვადიანი შენახვის გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მყიდველებისთვის.
კომპანია Fresh From Georgia იღებს პასუხისმგებლობას ამ ვებ გვერდზე განთავსებული კომპანიების შესახებ ყველა ინფორმაციის სიზუსტეზე.
კომპანია Fresh From Georgia არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომლებიც დარეგისტრირებულმა კომპანიებმა ერთმანეთს აღუთქვეს.